ანდრია გვიდიანი: უმნიშვნელოვანესია, მედიის წარმომადგენლებმა პოლიტიკური ინტერესებით დაბინძურებული დღის წესრიგი ცოტა ხნით მაინც გვერდზე გადადონ და შეეცადონ, ობიექტურად გააშუქონ არსებული რეალობა

„ჟურნალისტის პროფესია, რა თქმა უნდა, კითხვების დასმას გულისხმობს, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კითხვის დასმის ფორმასა და შინაარსს. მიუღებელია, როდესაც პოლიტიკისგან დისტანცირებულ რესპონდენტს წმინდა პოლიტიკურ დისკუსიაში ითრევ და როდესაც ამომწურავ პასუხს მიიღებ და სასურველი ფრაზის მოსასმენად დაჟინებით იმეორებ ერთსა და იმავე კითხვას”, – ამის შესახებ ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში რთული პერიოდია, უმნიშვნელოვანესია, რომ მედიის წარმომადგენლებმა პოლიტიკური ინტერესებით დაბინძურებული დღის წესრიგი ცოტა ხნით მაინც გვერდზე გადადონ და შეეცადონ, არსებული რეალობა ობიექტურად გააშუქონ.

„როდესაც ქვეყანაში რთული პერიოდია, მედიის როლს ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ პერიოდში მედია სწორედ ის მექანიზმია, რაც სახლში გამოკეტილ მოსახლეობას და გარე სამყაროს შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს. შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის განწყობები დიდწილად მედიის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ჟურნალისტის პროფესია, რა თქმა უნდა, კითხვების დასმას გულისხმობს, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კითხვის დასმის ფორმასა და შინაარსს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ დროს მედიის წარმომადგენლებმა პოლიტიკური ინტერესებით დაბინძურებული დღის წესრიგი ცოტა ხნით მაინც გვერდზე გადადონ და შეეცადონ, ობიექტურად გააშუქონ არსებული რეალობა. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკისგან დისტანცირებულ რესპონდენტს წმინდა პოლიტიკურ დისკუსიაში ითრევ. ამავე დროს თავხედურია, როდესაც ამომწურავ პასუხს მიიღებ და სასურველი ფრაზის მოსასმენად დაჟინებით იმეორებ ერთსა და იმავე კითხვას. გარდა ამისა, არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, როდესაც ეპიდემიოლოგს „არაჯანსაღ კომერციულ ინტერესებზე” და სხვა მსგავს საკითხებზე ეკითხები, რაც, სხვათა შორის, მისი კომპეტენცია არ არის. ამასთანავე, მავნებლობაა, როდესაც ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში მოსახლეობის ყველაზე დიდი იმედი გიზის ეთერში და მას დებატების ფორმატში ესაუბრები”,- წერს ანდრია გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები