მეუფე იაკობი: სახელმწიფო ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობას უფრთხილდება, მთავარია პანიკაში არ ვიყოთ
“სახელმწიფო უფრთხილდება თავისი ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობას, ვიცით, კორონავირუსის გამო როგორი სიტუაციაა შექმნილი, მთავარია პანიკაში არ ვიყოთ”,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია, რათა მთლიან ქვეყანაში კარანტინი არ გამოცხადდეს.
“სახელმწიფო უფრთხილდება თავისი ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობას, ვიცით, სიტუაცია როგორია. მთავარია პანიკაში არ ვიყოთ. სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ რაც შეიძლება გავწელოთ ის დრო სანამ გარკვეული რაოდენობა ადამიანების დავირუსდება იმიტომ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს გაართვას თავი იმ პრობლემებს, რომელიც წარმოიშვება. თორემ იტალიაში- მსოფლიოში მეორე ჯანდაცვის სისტემა აქვს, პირველი საფრანგეთშია, მაგრამ ვეღარ აუდიან. ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, თუ არ ვიზრუნებთ, თუ არ დავიცავთ, კარანტინი იქნება მთლიან ქვეყანაში.
რაც შეეხება ჩვენთან, წირვაზე მარტო სამღვდელოება იყო შიგნით, ხალხი გარეთ იდგა. ზიარების დროსაც იცავდნენ წესებს”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.