ქუთაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე ხანძარია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები