გულია გოცირიძის ოჯახმა ბიზნეს ცენტრ „მარიამის“ პარტნიორებთან ერთად, გლდანში მცხოვრებ 200 ოჯახს პროდუქტები გადასცა

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გულია გოცირიძემ რაიონში მცხოვრებ 200 ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, დახმარება ხანდაზმულ მოსახლეობას და შშმ პირებს დაურიგდათ.

დეპუტატის მიერ შეძენილი ნობათი მოსახლეობას სპეციალურად გადამზადებულმა მოხალისეთა ჯგუფმა მიუტანა.

„კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ხანდაზმულ მოსახლეობას და შშმ პირებს დავხმარებოდით. ჩემმა ოჯახმა ბიზნეს ცენტრ „მარიამის“ პარტნიორებთან ერთად, საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა, რომლებიც ამ ოჯახებს გადავეცით. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებს დავეხმაროთ. მოსახლეობას კი მოვუწოდებ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინონ“ – განაცხადა გულია გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები