ადიგენის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დეზინფექცია ადიგენის ცენტრალურ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიებს, კორპუსებს, სადარბაზოებსა და შიდა ეზოებს, სანაგვე კონტეინერებს, ავტოსადგურის და სხვადასხვა ორგანიზაციების მიმდებარე ტერიტორიებს ჩაუტარდა.
ხსნარით ასევე, შეიწამლა გარე-განათების ბოძები, ცენტრალურ გზაზე არსებულ მოაჯირები, ტროტუარები, სკვერები და სპორტული მოედნები.
სადეზინფექციო სამუშაოები ,, ა(ა)იპ ადიგენის დასუფთავების სამსახურმა” განახორციელა.