გიორგი გახარია სააკაშვილის ინიციატივაზე ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით : ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება

“საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხებოდა ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები