ტყიბულში თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირი 3000 ლარით დაჯარიმდა

ტყიბულში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პირი 3000 ლარით დაჯარიმდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგაძე “რეგიონულ კვირასთან” აცხადებს, აღნიშნული პირი კარანტინშია გადაყვანილი.

“ტყიბულში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პირს დაეკისრა ადმინისტრაციული წესით ჯარიმა 3000ლარი და გადაყვანილ იქნა კარანტინში. ამ დროისთვის საჩხერეში იმყოფება 54,საირმეში 218,წყალტუბოს სამხედრო ჰოსპიტალში 13 და მათგან 5მალე დატოვებს და მივიღებთ 25 ადამიანს სარფიდან გადმოყვანილებს,წყალტუბოში სასტუმრო “პლაზაში” კი88ადამიანი რჩება,ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 505 ადამიანი”, – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები