თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მთავრობის დადგენილებაში “იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება” ცვლილება შევიდა

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობის დადგენილებაში “იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება” ცვლილება შევიდა. უწყების ინფორმაციით, დადგენილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდება, დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, უფლებამოსილი იქნება სამსახურეობრივ-საშტატო იარაღი ატაროს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება დამოკიდებული აღარ იქნება მხოლოდ თანამდებობაზე, რაც თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის ოფიცრებს ამ თვალსაზრისით ათანაბრებს სხვა უწყებების (იგივე წოდების მქონე) თანამშრომლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები