ხულოში სოციალური აქცია გრძელდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის ინიციატივით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რისკჯგუფებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახებისათვის სასურსათო პროდუქტების გადაცემა გრძელდება.

აქციის ფარგლებში დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე საქართველოს პარალამენტის წევრთან, ანზორ ბოლქვაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად სოფელ დიდაჭარაში, მერაბ მელაძისა და გურამ მელაძის ოჯახებს ესტუმრა და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები მიუტანა.

აღნიშნული აქციის ფარგლებში, სასურსათო კალათების დარიგება, ეტაპობრივად სხვადასხვა სოფელშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები