„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხურის – მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო.

„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვის დროულად მიღებასთან დაკავშირებით. ეროვნულ და საერთაშირისო დონეზე არსებული კრიზისის ფონზე, ძალზედ დადებითი და იმედისმომცემი ფაქტია, რომ მთავრობა შეუქცევადად უჭერს მხარს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებას და მის როლს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკების განვითარებაში.

თუმცა, ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. მისი შემდეგი (მეორე) საფეხურია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და პროექტის დეტალური დოკუმენტაციის შემუშავება, რაც ასევე მოითხოვს ქვეყნის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა პროექტი ვადების დაცვით განხორციელდეს. არსებულმა მსოფლიო მასშტაბის პანდემიამ შესაძლოა შეაფერხოს სამუშაო ძალისა და ტექნიკის მობილიზება და ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპებით”,-აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი მაკელდ მოსგაარდ ქრისტენსენი.

APM-ის ცნობით, კომპანია $250 მილიონის ინვესტირებას და 13-14.5 მეტრის სიღრმის ფარგლებში ახალი ნამვისადგომის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები