ესპანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 769 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში კორონაცირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 64 059-მდე გაიზარდა, ვირუსს სულ 4858 პაციენტი ემსხვერპლა.
აღინიშნება, რომ ვირუსის დამარცხება 9357 ადამიანმა შეძლო, რაც გარდაცვლილთა მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
დღეს, ასევე, გახდა ცნობილი, რომ ესპანეთის ჯანდაცვის უწყება ჩინურ მწარმოებელს სწრაფი ტესტების ერთ ნაწილს უბრუნებს, რადგან ისინი არასანდო აღმოჩნდა.
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 12 აპრილამდე მოქმედებს.