მსოფლიო ბანკმა საქართველოს 45 მილიონი ევროს დაფინანსება დაუმტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. როგორც „მსოფლიო ბანკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. ის, ასევე, დაეხმარება ქვეყანას, შეამსუბუქოს COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა.
„ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები.
ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესაბასა და ასევე, COVID-19- ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში”, – აცხადებს “მსოფლიო ბანკის” რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სებასტიან მოლინეუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები