კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“: მავნებლობა იყო ის, რაც ზუგდიდში გააკეთეს, ადამიანები საფრთხის ქვეშ დააყენეს გაუგებარი ღონისძიების გამო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში გააკეთა, მავნებლობა და ადამიანების საფრთხის ქვეშ დაყენება იყო.

„პირველი იყო მავნებლობა ის, რაც ზუგდიდში გააკეთეს მათ და ადამიანები საფრთხის ქვეშ დააყენეს იმ გაუგებარი ღონისძიების გამო.
მეორე მავნებლობა არის ის, როცა ამას ადარებენ იმ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებსაც ვახორციელებთ ჩვენ ყოველდღიურად, 20-25 ადამიანი ვიკრიბებით უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე და უნდა დავჯარიმდეთ?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები დაარიგეს, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები