კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
ცენტრის დირექტორის განმარტებით, გამოჯანმრთელებულ პაციენტს დღეს სახლში გაწერენ. მისივე თქმით, კლინიკაში სამი კორონავირუსით დაავადებული პაციენტი რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ერთ პაციენტს ვუშვებთ ახლა სახლში და რჩება სამი პაციენტი, რომელთაც აქვთ კორონავირუსი, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასეთივეა კარანტინში მყოფების ჯანმრთელობის მდგომატეობაც”, – აღნიშნა მიხეილ ქამუშაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 11 უკვე ვამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, კარანტინში 4346 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 247 პაციენტია მეთვალყურეობის ქვეშ.