შალვა კერესელიძე ხორცპროდუქტების საწარმოში არსებულ ვითარებას გაეცნო
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად, მცხეთაში, ხორცპროდუქტების საწარმოში იმყოფებოდა. მხარის რწმუნებული ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო, პერსონალს გაესაუბრა და საწარმოს წარმადობისა და წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ხორცპროდუქტების წარმოება საწარმოში გაზრდილი ტემპებით მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმა გათვალისწინებულია. საწარმო ხორცპროდუქტების დისტრიბუციას რეგიონის მასშტაბით ახდენს. წამოებულ პროდუქციაზე ფასების ცვლილება ამ მომენტისთვის არ ფიქსირდება.
ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას რეგიონში არსებული სასურსათო მაღაზიები. საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე დეფიციტი არ არსებობს. მომხმარებელთა მომსახურების პროცესში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული.