ზურაბ ნასარაია: გურიაში პურ-პროდუქტებზე არც ფასის მომატებისა და არც მომარაგების მხრივ პრობლემა არ არსებობს
გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, გურიის რეგიონში როგორც მომარაგების, ისე პურ-პროდუქტებზე ფასის მომატების მხრივ, პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას შეფერხება არ ექნება.
ამის შესახებ გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, რომელიც ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად ოზურგეთში ფქვილის საწარმო “გულისტანსა” და შპს „ვასაძის პურის“ საცხობში იმყოფებოდა.
რწმუნებულმა საწარმოების ხელმძღვანელებისგან არსებული მარაგებისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. ასევე, ადგილზე გაეცნო პურის ცხობის პროცესს.
შპს “გურია ექსპრესი” (ფქვილის საწარმო “გულისტანი“) სრული დატვირთვით მუშაობს და ფქვილით გურიის რეგიონის გარდა სხვა რეგიონებსაც ამარაგებს.