ასლან ბჟანია: სოხუმის აეროპორტის აღდგენა პრინციპული ამოცანაა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის აღდგენას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს.

როგორც მან “ტასს” განუცხადა, პრობლემა ძალიან სერიოზულია, რომელსაც არამხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

“ეს ჩვენს იმიჯზეც მოქმედებს ნეგატიურად. სახელმწიფოს, რომელსაც ასეთი კარგი აეროპორტი აქვს, სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან, საჰაერო მიმოსვლა არ აქვს. არსებობენ ძალები, რომლებიც ამ პროცესში შეიძლება, შეგვენააღმდეგონ”, – თქვა ბჟანიამ.

მისი თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, რა დრო დასჭირდება რეკონსტრუქციას, რადგან “საკითხი შემუშავებისა და შესწავლის სტადიაზეა”.

​”აეროპორტის გაშვება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. ეს არის ის, რაც ჩვენი მოქალაქეების გულებზე დადებითად აისახება. უნდა მოგვარდეს”, – თქვა ბჟანიამ.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი აქტუალური გასული წლის ზაფხულში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე გახდა. მაშინ, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას ე.წ.საარჩევნო დაპირების სახით, მის აღდგენას დაჰპირდა. სოხუმში რუსეთის ავიაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, იმართებოდა შეხვედრები, ე.წ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ხაჯიმბა პუტინსაც შეხვდა, და საკითხს განიხილავდა. მაშინ ხაჯიმბამ ე.წ. მთავრობას დაავალა ნოემბრამდე შეემუშავებინათ შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომლებიც აეროპორტის აღდგენას შეუწყობდა ხელს. თუმცა, ე.წ. არჩევნების დასრულების შემდეგ, აეროპორტის აღდგენის საკითხმა მნიშვნელობა დაკარგა.

ამის პარალელურად, თბილისში აღნიშნავდნენ, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO -ს ნებართვის გარეშე შეუძლებელი იყო, რომელმაც სოხუმის აეროპორტს შესაბამისი კოდი საქართველოს ერთიანობის მხარდაჭერის გამო 1993 წელს მოუხსნა.

იკაო-ს კოდის აღდგენისთვის კი სოხუმს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციაში შუამდგომლობა დასჭირდებოდა.

მაშინ ხაჯიმბამ ისიც განაცხადა, რომ აეროპორტს როსტოვის URAS კოდი მიენიჭებოდა, თუმცა რუსეთის მხრიდან თანხმობა არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები