სოფელ ქვედა სიმონეთში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა მიმდინარეობს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილეებმა-მანუჩარ ფანჩულიძემ და მერაბ სირაძემ, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა არჩილ ქოჩიაშვილმა და სოფლის დეპუტატმა, ენვერ ხოხიაშვილმა დაათვალიერეს და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრნენ.
“ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა. ტენდერები დასრულებულია, მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიებთან. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში , 9 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 მლნ 304 ათასი ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.
პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდება, გარდამავალია და საერთო ჯამში, სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ.-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1,364,395 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მიმდემი“ ახორციელებს.