ზემო ქვალონში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

გზის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე –  ვარაზ გაბედავა და მოადგილე –  მახარე ჩოკორაია გაეცნენ.

სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. 4.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 1 მილიონ 425 ათას ლარამდე (მეორე ეტაპი – 625 000) დაიხარჯება და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები