სოფელ საირხეში გზის საფარის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხეში, მესხების უბნიდან სოფელ მერჯევის დეკანოიძეების უბნამდე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
2019 წელს აღნიშნულ გზაზე რკინა-ბეტონის საფარი 2100 მეტრზე მოეწყო, მიმდინარე წელს კი გზის 750 მეტრის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული გზით 2 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს და ისინი უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ცენტრალურ საავტომობილო გზას.