ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა. დღეიდან ავტობუსში მგზავრებს საშუალება აქვთ, ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშაონ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები ყველა ავტობუსში დამონტაჟდა. გარდა ამისა, ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება. პროცედურა 23:00 საათზე ჩატარდება. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია იგეგმება.

სპეციალური ხსნარით დამუშავდება, ასევე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სამინისტროს სპეცტექნიკის საშუალებით, გაფრქვევის მეთოდით განხორციელდება.

ბათუმის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, ღამის საათებში თავი შეიკავოს აღნიშნული ქუჩებით გადაადგილებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები