ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქზე: რამდენიმე თვის წინ თქვა, ვხედავ შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომელიც დახმარებას ითხოვსო

“სცოდნია თურმე რასაც ამბობდა? რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებსა და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომელიც დახმარებას ითხოვსო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა, ვინც ამას შეისმენდა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდია ჯაღმაიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

როგორც მან აღნიშნა, შექმნილ სიტუაციაში ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ღმერთს არ დავშორდეთ.

“ამ საერთო პრობლემის წინაშე მაინც, სულ ცოტა, ერთმანეთის გაკიცხვას თავი დავანებოთ, ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც ვუსურვოთ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ და გამოჯანმრთელება დავიწყოთ სულიერი ვირუსების განკურნებით.
დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ: ემიგრანტებო, დაბრუნდით, მერე შეიძლება, ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო; სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო; სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო; ხელი ხშირად დაიბანეთო; იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო; ოჯახებისთვის მოიცალეთო;
ქალაქებსა და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომელიც დახმარებას ითხოვსო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა, ვინც ამას შეისმენდა. ახლა თქვა, ღმერთს არ დაშორდეთ, ისე შეასრულეთ ექიმების რეკომენდაციებიო, თქვა დაგვიფარავს უფალიო, ისევ იცინოდნენ.
ახლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?! იქნებ მართლა, ზოგმა მეტად ზოგმა ნაკლებად, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვილოცოთ და ღმერთს არ განვეშოროთ?“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები