ლევან გოფოძე: ჩვენი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, გორის ბოქსირებულ პალატაში იქნა გადაყვანილი

“ამ ეტაპზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 35 პაციენტია მედიკოსების დაკვირვების ქვეშ. ჩვენი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული,  გორის ბოქსირებულ პალატაში გუშინ იქნა გადაყვანილი”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული არცერთი პაციენტი არ იმყოფება.

“ამ ეტაპზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 35 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, გორის ბოქსირებულ პალატაში გუშინ იქნა გადაყვანილი. გუშინვე გაკეთდა 15 ანალიზი და კორონავირუსი არცერთს  დაუდასტურდა. ასე, რომ ამ წუთას ჩვენთან ინფიცირებული პაციენტი არ იმყოფება. მიმდინარეობს იმ პაციენტის მკურნალობა, რომელიც მარნეულიდან ორმხრივი პნევმონიით იქნა შემოყვანილი. მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ სტაბილურად მძიმეა. ჯერ ორმხრივი პნევმონია სახეზეა, მიმდინარეობს გეგმიური მკურნალობა, არაფერი საგანგაშო არ ხდება”, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები