ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებთან ონლაინთათბირი გამართა
#StopCov #დარჩისახლში
შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებსა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ონლაინთათბირი გამართა.
თათბირის ძირითად თემას მიმდინარე პერიოდში შესრულებული სამუშაოები და კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.
ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, შრომის დისტანციურ მუშაობას მერიის გამართულ საქმიანობაზე ხელი არ შეუშლია. მუნიციპალიტეტში არ შეჩერებულა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურება, გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. მხოლოდ შეიზღუდა მუდმივმოქმედი კომისიების სხდომები, რომლებსაც მოქალაქეები ესწრებიან. რაც შეეხება თანამშრომლებს – საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში მთავრობის დადგენილებით, მუშაობენ სამსახურებში მორიგეობით ან სახლის პირობებში. საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნაში არიან, უწყების მოთხოვნისთანავე გამოცხადდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შუახევში მნიშვნელოვანი სადეზინფექციო სამუშაობი ჩატარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დეზინფექცია ჩაუტარდა თვითმმართველობის და ორგანიზაციების შენობებს, ბაგა-ბაღებს, საჯარო სკოლებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს და ეზოში არსებულ ფანჩატურებს, მემორიალებს, მოსაცდელებს, ტრანსპორტს, კვების ობიექტებს და ა.შ.
მიმდინარეობს მოსახლეობაში საინფორმაციო შეხვედრები, ტარდება საქველმოქმედო აქციები, შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, ხშირადმოხმარებადი მედიკამენტები გადაეცემათ რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს.
ონლაინ თათბირს მუშაობაში შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე მონაწილეობდნენ.