ქუთაისში ახალი სკვერი კეთილმოეწყო (ფოტო)
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, სკვერში ფრენბურთის ბადით და კალათბურთის ფარებით მცირე ზომის სპორტული მოედანი გაკეთდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. დაირგო დეკორატიული ხე-მცენარეები, დაიდგა ფანჩატური, ძელსკამები და ურნები. ერთიან კომპლექსში მოექცა ადგილზე აქამდე არსებული ღია სავარჯიშო მოედანი.
სკვერში სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა” შეასრულა და ჯამში 138 787 ლარი დაიხარჯა.
2020 წელს ქუთაისში სულ 10 სკვერი გაკეთდება.