ქედაში 50 მოხალისეს ტრენინგი უტარდება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქედაში ტრენინგი მიმდინარებს. მოხალისეობაზე სურვილი 50 ადგილობრივმა გამოთქვა. ტრენინგებს აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ინიციატივით და ქედის მერიის ორგანიზებით, საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლები მართავენ.
შეხვედრის მონაწილეებს მისცეს მოხალისეობრივი საქმიანობის სწორად განხორციელებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, რომ მოხალისეები სასურსათო კალათებსა და პირველადი დახმარების მედიკამენტებს მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებს გადასცემენ.