სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა საავადმყოფოები მოინახულა

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი კოპაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხის სამედიცინო დაწესებულებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა კლინიკა „იმედი“ და „ევექსი“ დაათვალიერეს და მედპერსონალს გაესაუბრნენ.

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების თქმით, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, კლინიკები აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და მზად არიან, პაციენტებს მოემსახურონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები