სემეკ-მა „გარდაბანი თბოსადგური 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა.

ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება 1.2მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. კომბინირებული ციკლის თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით – ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო.

თბოსადგური შედგება შემდეგი დანადგარებისგან: აირის ტურბოგენერატორი „21“ – 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრით, აირის ტურბოგენერატორი „22“ – 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრითა დ აორთქლის ტურბოგენერატორი – 80 მგვტ ნომინალური სიმძლავრით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები