ზუგდიდში 25 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

25 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნშნული გადაწყვეტილება მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთოების მიზნით იქნა მიღებულ ,- ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვინაიდან არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს, გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ტრანსპორტის წახალისება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკები. მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადავაადგილდეთ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ასევე მოქალაქეების ტრანსპორტირება სოფლების მიმართულებით ბოლო რეისი 18:00 საათზე შესრულდება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ გადაწვეტილებას”-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობას შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები