Ryanair ევროკავშირის მთავრობებს თვითმფრინავებს სამაშველო ფრენებისთვის სთავაზობს – სამგზავრო ფრენები კი ივნისზე ადრე არ აღდგება

ავიაკომპანია Ryanair-ში განაცხადეს, რომ დღეიდან მისი რეისების უმეტესობა გაუქმდება, აპრილსა და მაისში მათი შესრულება ნაკლებსავარაუდოა.

ამის შესახებ BBC წერს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ თვითმფრინავებს ევროკავშირის წევრ მთავრობებს სამაშველო ფრენებისთვის, სამედიცინო საშუალებების, ინდივიდური დაცვის საშუალებებისა და საკვების გადაზიდვისთვის სთავაზობს.

“გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირის საზღვრები ჩაკეტილი ან გადატვირთულია, ძალზე მნიშვნელოვანია, Ryanair-მა მედიკამენტებისა და საკვების გადაზიდვაში საკუთარი როლი შეასრულოს”, – განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირმა.

Ryanair-ში, ასევე, აღნიშნეს, რომ მგზავრები, რომელთა რეისები გაუქმდა, ელექტრონულ შეტყობინებას მიიღებენ, სადაც სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია იქნება მითითებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები