მარინა ეზუგბაია: დღეს, ალბათ, მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს და გამოდის, რომ კორონავირუსისგან უკვე 9 გამოჯანმრთელებული გვყავს

“დღეს, ალბათ, მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს და გამოდის, რომ კორონავირუსისგან უკვე 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“ამ ეტაპზე, ქვეყანაში 66 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 40 ჩვენს ცენტრშია. ჩვენთან გუშინ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ანუ, ჯამურად, ჩვენს ცენტრში 40 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელებული და გაწერილი 8 ადამიანია. ახლა გვყავს 32 პაციენტი, ამ 32-ში ერთი გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება, გუშინ მის კლინიკურ მონაცემებს გადამოწმება სჭირდებოდა და დღეს, ალბათ, ეს მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენც ცენტრს და გამოდის, რომ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს უკვე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები