“წითელი ჯვრის” ფილიალის წარმომადგენლებმა სენაკში მოხალისეების ჯგუფი გადაამზადეს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს “წითელი ჯვრის” ფილიალის წარმომადგენლებმა სენაკის მუნიციპალიტეტში მოხალისეების ჯგუფი გადაამზადეს.
ტრენინგზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა, მოხალისეებს სათანადო რეკომენდაციები გააცნო.
მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდა, რომლებიც რისკჯგუფში მყოფ ბენეფციარებს დაეხმარებიან.
მოხალისეებმა, საჭიროების მიხედვით, ასევე, უნდა უზრუნველყონ ბენეფიციარებისთვის უფასო სასადილოდან საკვები პროდუქტების სახლში მიტანა, საბავშვო და ბაგა-ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესში მონაწილეობის მიღება, ბანკებში, კვების ობიექტებსა და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში რიგების მოწესრიგება. აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.