ნათია თურნავა: საგანგებო ვითარებაში ყველა კომპანია ვალდებულია, მთავრობის მოთხოვნა დაიცვას

„ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება. ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება და ხედვა. ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში და ყველა კომპანია ვალდებულია, სხვა თუ არაფერი, პატრიოტული მოწოდებითაც კი შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან, მით უფრო, როდესაც ამას კანონიც ავალდებულებს. ესე შეეხება ავიაკომპანიებსაც”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, კვირაში შესრულდება ორი სპეციალური ჩარტერული რეისი.

„სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისს შეასრულებს, მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ ბილეთის ფასი მაქსიმალურად მისაღები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ მათ ბილეთის ფასის მაქსიმალურ ზღვარს ვუწესებთ. ავიაკომპანია, ასევე, გაფრთხილებულია, რომ ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა უნდა მოხდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიერ დაწესებული წესებით, თვითმფრინავის სალონში დაცული უნდა იყოს მგზავრთა ე.წ. ჭადრაკული განთავსების წესი. ჩვენ მიღებული გვაქვს დასტური „აირზენასგან”, რომ ისინი ამას დაემორჩილებიან იმიტომ, რომ ეს არის მოცემულობა, ეს არის დღევანდელი საგანგებო ვითარების რეალია და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები