არის თუ არა ცხელი წყლის სმა კორონავირუსისგან თავდაცვის მეთოდი – ინფექციონისტის განმარტება
არის თუ არა ცხელი წყლის სმა კორონავირუსისგან თავდაცვის მეთოდი – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აკეთებს.
„არავითარი ბიოლოგიური მექანიზმი და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხელი წყლის სმა კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს, არ არსებობს. ეს არის მითი, რომელიც ბევრმა აიტაცა. თავისთავად, წყლის სმაში ცუდი არაფერია და სითხით შევსება სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა წყლის ტემპერატურას, ამ შემთხვევაში, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ცხელი წყლის დალევა ვირუსს ვერ კლავს“, – წერს ბუწაშვილი „ფეისბუქზე“.
თამუნა შეყილაძე