ონში სოფელ სორისა და ქვემო ბარის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გიორგი გონაძესთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა.
სოფელ სორისა და ქვემო ბარის წყალმომარაგების სისტემის გარე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 340246 ლარს შეადგენს და მას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
სამუშაოები, რომლებსაც შპს “ჰიდრო ტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს, შეუფერხებლად, გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.