ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომით 6 პირი გადაიყვანეს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომით 6 პირი გადაიყვანეს. მათ შორის ერთი უცხოელი სასტუმრო ,,ჰილტონიდან“, ხოლო 5 პირი საკარანტინო სივრციდან არიან.
უცხოელი დილით მაღალი ტემპერატურის გამო ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ამ დროისთვის სასტუმრო ,,ჰილტონი დაკეტილია“.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. საეჭვო პაციენტების ანალიზის პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
აჭარაში ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე 3 პირია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 54დასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 8 გამოჯანმრთელებული, კარანტინში 3320,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 235 პაციენტია.