მარინა ეზუგბაია: ჩვენი ცენტრი, ჯამურად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 5-მა პაციენტმა უკვე დატოვა

“ჯამურად, უკვე 5-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. სამი პაციენტი მართალია, გამოჯანმრთელებულია, მაგრამ დღეს გარკვეულწილად მოხდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური შეფასება და, თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ალბათ, ეს სამი პაციენტიც დღეს დღის განმავლობაში ჩვენს ცენტრს დატოვებს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დღესდღეობით საქართველოში დადასტურებულია 54 შემთხვევა. ამ 54-დან 35 შემთხვევა ჩვენს ცენტრზე მოდის, დანარჩენი 19 შემთხვევა არის „კოვიდის“ მიმღებ სხვა 5 დაწესებულებაზე. მონიტორინგი გრძელდება.

ჩვენთან ჩატარებული განმეორებითი გამოჯანმრთელების ტესტით 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოემატა გუშინ კიდევ. ამ 5 პაციენტიდან გუშინ 2-მა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი, ანუ, ჯამურად, უკვე 5-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. სამი პაციენტი მართალია, გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონიები, ამიტომ დღეს გარკვეულწილად მოხდება კლინიკური შეფასება ამ მონაცემების და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ალბათ, ეს სამი პაციენტიც დატოვებს დღეს დღის განმავლობაში ჩვენს ცენტრს. ეს უკვე შემდგომი კლინიკური მონაცემებისა და ლაბორატორიული შეფასების შემდგომში”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები