რას წერს ამირან გამყრელიძის შვილი – “გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”
“ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რეკომენდაციების გათვალისწინებით კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევის დაძლევა შესაძლებელი იქნება.
“ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალდებულებაა, ამ შემთხვევაში, გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება, უბრალოდ, მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება, ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სტატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლუტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ესე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას”, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა.