ირაკლი მანაგაძე: აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას, რატომ ყველას მყისიერ ტესტირებას არ უკეთებსო, ამ დროს ბრიტანეთში ხელისუფლება ტესტს საერთოდ არ ახსენებს

„ბრიტანეთში ხელისუფლება გვეუბნება, თუ გაქვთ ეჭვი კორონავირუსზე, მითითებულ ვებსაიტზე შედით, როგორ მოიქცეთ იქ აღწერილიაო და იჯექით სახლში შვიდი დღეო”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ირაკლი მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ, მყისიერ ტესტირებას რატომ არ აკეთებსო, როცა ბრიტანეთში ხელისუფლება ტესტს საერთოდ არ ახსენებს.

„ამ წუთას აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას, რატომ ყველას მყისიერ ტესტირებას არ უკეთებსო და დააგვიანესო… ამ დროს აქ, ბრიტანეთში, ხელისუფლება გვეუბნება, თუ გაქვთ ეჭვი კორონავირუსზე, ექიმი არ ნახოთ, არც დარეკოთ, უბრალოდ, მითითებულ ვებსაიტზე შედით, როგორ მოიქცეთ, იქ აღწერილიაო და იჯექით სახლში შვიდი დღეო, სხვა ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო… ტესტს საერთოდ არც ახსენებენ… ამერიკაში ტრამპი ორი დღე ელოდა პასუხს საკუთარ თავზე და ახლა იწყებენ მუშაობას, რომ ტესტების გაკეთება, რაოდენობის გაზრდა შეძლონ. ეს ისე, შედარებისთვის”, – წერს ირაკლი მანაგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები