მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ერთმა მათგანმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ დატოვა, ერთი კი ცენტრიდან დღეს გაეწერება.

„მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა პაციენტმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს, ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვთქვათ, რომ 3-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები