გურიაში თვითიზოლაციაში 94 პირი იმყოფება

გურიაში, ამჟამად, თვითიზოლაციაში 94 ადამიანი იმყოფება, მათგან ოზურგეთში 36, ჩოხატაურში 12 და ლანჩხუთში 46 ადამიანია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში კარანტინის რეჟიმში 24 ადამიანი რჩება.

“ამ დროისთვის ეს მონაცემები გვაქვს, მათ შორის დღევანდელი 8 ახალი შემთხვევა მხოლოდ ლანჩხუთში ფიქსირდება. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამბობს მჟავია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 271 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები