გია ვოლსკი: ომის რთულ ფაზაში შევდივართ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს

“ჩვენ ომის რთულ ფაზაში შევდივართ”, – ამის შესახებ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ყველა უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ თავსა და ქვეყანას.

„მადლობა ღმერთს, საერთო მობილიზებით შემაკავებელი პერიოდი ღირსეულად გავიარეთ და საფუძვლიანი იმედია, რომ დაინფიცირების გარდაუვალი, კრიზისული პერიოდი შედარებით მსუბუქი გვექნება, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, საგრძნობლად შესამჩნევი იმისათვის, რათა თავქარიანობა და უპასუხისმგებლობა ელემენტარულმა შიშმა გადაფაროს – შიშმა მძიმე დაავადების წინაშე, მათ შორის – ახლობლების. ჩვენ ომის რთულ ფაზაში შევდივართ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, საკუთარ თავს, ქვეყანას!“, – წერს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები