ხულოში საბავშვო ბაღებიდან არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა დაიწყო

დღეიდან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა დაიწყო.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს სასურსათო პროდუქტების მიღება მათივე ბაღებიდან სამი დღის განმავლობაში შეუძლიათ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც ბავშვთა კვებისთვის ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ისევ პატარებს მოხმარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები