ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში ხუთჯერ გაიზარდა
ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში ხუთჯერ გაიზარდა, რესპუბლიკაში 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 572 დაავადებულია, – განაცხადეს ჯანდაცვის ეროვნულ სამინისტროში.
ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ისინი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე არიან მიერთებულნი.
ჯანდაცვის განსაკუთრებულ შეშფოთებას ხანდაზმულები იწვევენ.