გიორგი ცუცქირიძე OECD-ის ინდექსზე: რეალურად დღეს ჩვენ ვიმკით მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო სტრატეგიის დადებით ეფექტს

რეალურად დღეს ჩვენ ვიმკით მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო სტრატეგიის დადებით ეფექტს, რომელიც 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მიღებული, „საქართველოს 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის” გეგმის ფარგლებში, სადაც გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის” ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის თვალსაზრისით,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, OECD-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისადმი უფრო მეტად სტრატეგიული მიდგომითა და შესაბამისი მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებით შემდგომი პროგრესი განიცადა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

,,კიდევ ერთი სასიხარო და იმედისმომცემი ინფორმაცია, გავრცელდა.თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის – „SME Policy Index – 2020″ მიხედვით, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა, 2016 წლის რეიტინგთან შედარებით, რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. OECD-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისადმი უფრო მეტად სტრატეგიული მიდგომითა და შესაბამისი მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებით შემდგომი პროგრესი განიცადა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ამასთან, კვლევის თანახმად, ნიშანდობლივია,რომ „SME Policy Index 2020″ რეიტინგის შეფასება ძირითადად ეფუძნება ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის, შესაბამისად, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობას და მის ეფექტიან აღსრულებას.

ამასთან, კვლევა ეფუძნება ევროპის მცირე ბიზნესის აქტის (SBA – Small Business Act) 10 პრინციპის შესაბამისად განსაზღვრული კომპონენტების შეფასებას. რეალურად დღეს ჩვენ ვიმკით მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო სტრატეგიის დადებით ეფექტს, რომელიც 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მიღებული, „საქართველოს 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის” გეგმის ფარგლებში, სადაც გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის” ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის თვალსაზრისით. სწორედ, ამ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია სახელწიფო პროგრამა ” აწაროე საქართველოში” თავისი კომპონენტებით, რომელმაც მარტო დღეის მდგომარეობით უკვე უზრუნველყო 495 – ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოს დაფუძნება და ნაწილის მოდერნიზაცია. სტატისტიკას, რომლებიც შექმნის 17 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს. მარტო 2018 წელთან შედარებით , საწარმო პროექტების რაოდენობა გაზრდილია 31 % – ით , ხოლო სასტუმრო პროექტები 48 % – ით. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ეკონომიკის დასაქმების წამყვანი კონტრიბუტორი, და შესაბამისად, შიდა მოთხოვნის სტიმულირების მძლავრი მექანიზმიც. ” აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებშია დაფიუძნებული “აჭარა ტექსტილი” რომელმაც უმოკლეს ვადებში შეძლო სამედიცინო დამცავი ნიღბების გამოშვება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ევრაზიის კვირეულზე (OECD Eurasia week), OECD-ის მიერ დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა და საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები