ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მყოფ ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მათივე ინფორმაციით, კლინიკაში კიდევ ოთხი ახალი პაციენტია, მათ შორის – ერთი ბავშვი და მათი ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 1, კარანტინში 1592ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 262პაციენტია მეთვალყურეობის ქვეშ.