ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას რუსეთში ჩასვლა აეკრძალა
რუსეთმა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალა. როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩოში განაცხადეს, შეზღუდვა აფხაზეთის იმ მოქალაქეებსაც ეხება, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ.
ასევე, აღინიშნება, რომ დღეიდან 1-ელი მაისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩო მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ყველა სახის ვიზების გაცემას წყვეტს, გარდა დიპლომატიურის, სამსახურებრივისა, ასევე, ვიზას ის პირები მიიღებენ, რომლებიც რუსეთში ნათესავის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გეგმავენ ჩასვლას.