ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1471–მდე გაიზარდა, 3 გარდაცვლილია

ავსტრიაში კორონავირუსის 1471 დადასტურებული შემთხვევაა, – განაცხადეს რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყებაში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ტესტირება 11 977 ადამიანს გაუკეთდა.

ასევე, ქვეყანაში ვირუსს უკვე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 9 გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

ორგანიზაციის 18 მარტის მონაცემით, კორონავირუსი მსოფლიოს 166 ქვეყანაშია გავრცელებული, ინფიცირებულთა რიცხვი 198 543 ადამიანს შეადგენს.

ვირუსს 7988 ადამიანი ემსხვერპლა, 82 779 პაციენტი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები