ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გადაიდო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც 20–24 აპრილს უნდა ჩატარებულიყო – გადაიდო.
ინფორმაცია ასამბლეის საიტზე განთავსდა.
განცხადებაში აღნიშნულია, გადაწყვეტილება ასამბლეის წევრებისა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვისკენ არის მიმართული.
მანამდე ასამბლეამ მარტში დაგეგმილი ყველა კომიტეტების სხდომა გადადო.
აღინიშნება, რომ 220 წლის სამუშაო გეგმის ადაპტირებას მოგვიანებით განიხილავენ.