შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2700–მდე გაიზარდა – დასახმარებლად 8 ათასი სამხედროს მობილიზება მოხდება

შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2700–მდე გაიზარდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალურ ოფისში.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა დანიელ კოხმა აღნიშნა, ამჟამად, ქვეყანაში დაავადების პირველი ტალღა ვლინდება, ზოგიერთი ადამიანის სიმპტომები გამოვლინებას ახლა იწყებენ, ამიტომ, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება.​

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ქვეყნის საავადმყოფოები პაციენტების რაოდენობას უმკლავდებიან, თუმცა მომდევნო დღეებში, შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს.

გუშინ, შვეიცარიაში 19 აპრილამდე ექსტრაორდინალური რეჟიმი გამოცხადდა, რომლის ფარგლებში საზოგადოებრივ თავშეყრის ყველა ობიექტი დაიხურა; ასევე, დღეიდან ქვეყანა აწესებს გამკაცრებულ სასაზღვრო კონტროლს გერმანიასთან, ავსტრიასთან და საფრანგეთთან, ადრე მსგავსი ზომა იტალიის მიმართ იყო შემოღებული.

სამედიცინო დაწესებულებების დასახმარებლად, ასევე, საპოლიციო და სასაზღვრო კონტროლის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში 8 ათასი სამხედრომოსამსახურის, სამხედრო ექიმის მობილიზება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები